ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
17

რამდენად უვნებელია თქვენი საკვები?

ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა (იხილეთ, მაგ., CAP). განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად. სურსათის უვნებლობა საქართველოში 2014 წლის 27 ივნისს...
Rate this blog entry:
Continue reading
2413
0 Comments
Write a Comment
მაი
13

შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე

ძველ საბჭოთა ფილმში „ერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა  და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა. საბჭოთა დროს სიტყვა „სპეკულაციას“ ძალიან უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეკულაციაში ეჭვმიტანილები შეიძლება ციხეში აღმოჩენილიყვნენ, თუ ეჭვი დადასტურდებოდა. დღეს სპეკულაცია, როგორც ასეთი, არ არის აკრძალული, თუმც...
Rate this blog entry:
Continue reading
2406
0 Comments
Write a Comment
აპრ
24

ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭრის მისაღებად ერთად მუშაობაა საჭირო

სოფელი ჩხაკაურა ბახმაროს ცნობილი კურორტისკენ მიმავალ გზაზე, გურიის მთებში მდებარეობს. ეს დასახლება არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით იწონებს თავს, არამედ მშრომელი მოსახლეობითაც, რომელთაგან რამდენიმე უკვე გაგაცანით ჩვენს ბლოგში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „სამეგობრო 2014-ის“ წარმატებულ ისტორიაზე მოგითხრობთ. მეთევზეებმა ეს კოოპერატივი ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირეს და მას შემდეგ ის სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. კოოპერატივს კარგი კავშირები აქვს ბაზართან, როგორც აღჭურვილობის და ნედლეულის მომწოდებლებთან (უკუკავშირი), ისე – რესტორნებთან, სასტუმრ...
Rate this blog entry:
Continue reading
1923
0 Comments
Write a Comment
აპრ
12

ერთობლივი მარკეტინგი – წარმატების საწინდარი?

კოოპერატივები საქართველოში: მიმოხილვა 2013 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ. ამ კანონის მთავარი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება და ამგვარად ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. მას შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სოკოებივით მომრავლდა; უკვე 13000 ფერმერია დარეგისტრირებული 1500 კოოპერატივში. კოოპერატივების გასაძლიერებლად, დონორები, ევროკავშირის მეთაურობით, კოოპერატივებსა და მათ წევრებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ასევე, უტარებენ ტრენინ...
Rate this blog entry:
Continue reading
2782
0 Comments
Write a Comment

Our Partners