გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ინჟინრებმა ოქროს მოსაპოვებლად პატარა ქალაქ კაზრეთის მიმდებარე საყდრისის გორაკზე (თბილისის სამხრეთით, 50 კილომეტრის მოშორებით) გვირაბი გაიყვანეს. მათდაგასაოცრად ინჟინრები მთის ქვეშ უკვე არსებულ, როგორც მალევე გახდა ცნობილი, ადამიანის ხელით შექმნილი გვირაბების ლაბირინთს წააწყდნენ. მოკლედ, საბჭოთა ინჟინრებმა ძველი ოქროს საბადო აღმოაჩინეს.
25 წლის შემდეგ ქართულ-გერმანულმა არქეოლოგთა ჯგუფმა საყდრისში არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო და ხელახლა გახსნა სამთომომპოვებელი კომპლექსის ანტიკური შესასვლელი. არქეოლოგებმა ...