ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
10

დავით ეკონომისტი (2013 წლის 5 ივლისის პოსტი)

1122 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი გაათავისუფლა. გვიანი შუა საუკუნეების ლიდერები, როგორც წესი, სასტიკად უსწორდებოდნენ დამარცხებულ მტერს. ამრიგად, დავითის გამარჯვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა ყოფილი დამპყრობლების ამოხოცვა. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც,  რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან. პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, დავითმა მუსლიმები სახელმწიფო გადასახადისგან ერთი წლით გაათავისუფლა. 1089 წელს, როდესაც დავითი გამეფდა, საქართველო უკვე სულ მცირე სამ...
Rate this blog entry:
Continue reading
5072
1 Comment
Write a Comment
თებ
06

კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ ანუ ხელნაკეთი ნაღმის შექმნის პროცესი

ევროკავშირთან დაახლოვების კანონშემოქმედება — გაკვეთილები საქართველოს უახლესი ისტორიიდან 2014 წლის 1 სექტემბერს ქართულმა საზოგადოებამ უსიამოვნო რეალობაში გაიღვიძა. აქამდე, ქვეყანაში წლების განმავლობაში მოქმედი უაღრესად ლიბერალური სავიზო რეჟიმი საქართველოს მიმზიდველს ხდიდა უცხოელი ტურისტებისა და წმინდა უცხოური ინვესტიციებისათვის. პირველ სექტემბერს კი ძალაში შევიდა ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამის შედეგად, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, უცხოელი სტუდენტები, დამსაქმებლები და თავად საქართველოს სასაზ...
Rate this blog entry:
Continue reading
4735
0 Comments
Write a Comment
თებ
03

აფუჭებს თუ არა კონკურენცია ადამიანებს?

კაპიტალიზმის ბევრი გავლენიანი კრიტიკოსი იზიარებდა მოსაზრებას, რომ კონკურენცია ხალხზე უარყოფითად მოქმედებს. მარქსს უხერხულადაც კი ეჩვენებოდა იმის აღნიშვნა, რომ ადამიანები „ყიდიან“ შრომას, შიშობდა რა, რომ ეს თანამშრომელის სამუშაოსთან „გაუცხოებას“ გამოიწვევდა. ამიტომაც, სოციალისტური საზოგადოების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ისეთი ახალი ტიპის ადამიანის შექმნა, რომელიც არ ჩაერთვებოდა საბაზრო კონკურენციაში და არ იქნებოდა მოტივირებული ეგოისტური მიზნებით. მოკლედ, სოციალიზმში გაზრდილ ადამიანებს ურთიერთთანამშრომლობით უნდა მიეღწიათ კოლექტიური მიზნებისთვის. ახალი ტი...
Rate this blog entry:
Continue reading
4183
1 Comment
Write a Comment
იან
27

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უძრავი ქონების ფასების ინდექსი: ამ ეტაპზე თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ფინანსური სპეკულაციის სიმპტომები არ შეინიშნება

„საპნის ბუშტად“ წოდებული სპეკულაციური მანია ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ეკონომიკური ფენომენია, რომლის დროსაც ხალხის მაღალი გადახდისთვის მზადყოფნა ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურებისათვის სრულიად მოწყვეტილია აქტივის რეალურ ღირებულებას. ამ მოვლენის დრამატული შედეგის ცნობილი ისტორიული მაგალითია 1920 წლის საფონდო ბირჟის კრახი. ამ შემთხვევაში სპეკულაციური საპნის ბუშტის „გაბერვა“ იმან გამოიწვია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც მანამ ინვესტორობა აზრადაც არ მოსვლიათ, მასიურად დაიწყეს ფულის სესხება და აქციებში დაბანდება, რათა ხელიდან არ გაეშვათ გამდიდრების შანსი. ეიფორი...
Rate this blog entry:
Continue reading
3621
0 Comments
Write a Comment

Our Partners