2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყნის მმართველობა ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2017 წელს მიაღწია და 5.0% შეადგინა. ამ ზრდის დიდი ნაწილი მშენებლობაზე (11.2%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (11.2%) და საფინანსო სექტორზე (9.2%) მოდიოდა. თუმცა, ამ სექტორებისგან განსხვავებით, 2017 წელს ეკონომიკის რამდენიმე დარგი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა (-2.7%) იყო.
ამ სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2017 „ცუდი წელი“ იყო საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის. ზამთარი დიდხანს გაგრძელდა, გაზაფხულის ყინვებმა კი ხილი...