ISET

კვლევამ გააანალიზა ცხვრისა და ცხვრის ნაწარმის ღირებულებათა ჯაჭვები საქართველოში, დაადგინა ძირითადი შეზღუდვები აღნიშნულ ჯაჭვებში და წარმოადგინა რეკომენდაციები მომავალი განვითარებისთვის. 2014 წლის მარტში, ჰაიფერ საქართველომ (Heifer Georgia) დაიწყო „ქართული ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვის ყოვლისმომცველი კვლევა“. ჰაიფერ საერთაშორისომ (Heifer International), რომლის ნაწილიცაა ჰაიფერ საქართველო, მიზნად ისახავს, ქართული მატყლის გადამუშავების დაწყებით ხელი შეუწყოს ქართული ცხვრის სექტორის განვითარებას მომავალში.

პროექტის მომავალი განხორციელებისთვის მყარი ბაზის შექმნის მიზნით, აღნიშნულმა კვლევამ გააანალიზა ქართული ცხვრის სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის არსებული ვითარება და მომავალი გამოწვევები. ლიტერატურის მიმოხილვასა და ექსპერტთა შეფასებებზე დაყრდნობით, კვლევამ აღწერა არსებული ცხვრისა და ცხვრის ნაწარმის ღირებულებათა ჯაჭვები (აქცენტი გაკეთდა მატყლზე), გააანალიზა ცხვრის წარმოების სხვადასხვა სისტემები და მათი ხარჯები, დაითვალა ჯაჭვების თითოეული მოთამაშის დამატებული ღირებულება, შეისწავლა მარკეტინგის/ექსპორტის არსებული არხები და წარმოადგინა რეკომენდაციები ქართული ცხვრის სექტორის წინაშე არსებული მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

მთავარი მკვლევრები

ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილი

ფატი მამარდაშვილი

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: მარტი, 2014 წელი

დასრულდა: ივლისი, 2014 წელი

Our Partners