APRC აფასებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტრენინგ-პროგრამას და ამზადებს ანგარიშს აღმოჩენების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა საფუძველზეც უნდა გადაიხედოს ტრენინგ-პროგრამა.
Read more
APRC-მა ჩაატარა კვლევა მეცხოველეობის ფერმასა და საწარმოს შორის თანამშრომლობის მოდელების შესახებ კახეთის რეგიონში, რათა გამოევლინა და შეესწავლა რეგიონის მეცხოველეობის ბაზარზე არსებული მაგალითები.
Read more
პროექტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება.
Read more
აგრარული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრები მუშაობენ ირიგაციის/დრენაჟისა ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედების შეფასებაზე საქართველოში. ანგარიში წარმოადგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა პოლიტიკის ვარიანტებზე ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურების ეფექტიანი სისტემის შექმნაზე ქვეყანაში.
Read more
პროექტი მიზნად ისახავს სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და არსებული მექანიზმების ანალიზს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების თვალსაზრისით. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ეროვნული მონაცემების შეგროვების მექანიზმები შეადარა საერთაშორისო პრაქტიკას, გამოავლინა ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები სურსათის უსაფრთხოების შეფასებაში და წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები ამ სამ ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვებისთვის.
Read more
აღნიშნული პროგრამის უმთავრესი მიზანი იყო, საქართველოს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოებაში სპეციალიზების პროგნოზირებული პოტენციალის გაანალიზება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, APRC დაეხმარა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფს, შედარებითი უპირატესობის მქონე სასოფლო-სამეურნეო საქონლის პოტენციალის შესწავლის მიზნით, მოეძიებინა, შეეგროვებინა და შეეფასებინა მონაცემები და გადაეხედა არსებული ლიტერატურისთვის.
Read more
აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა საქართველოს აგროდაზღვევის რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედების შეფასება და წარმოადგინა რეკომენდაციები ქვეყანაში მდგრადი აგროდაზღვევის ბაზრის შექმნისთვის საჭირო პოლიტიკის სხვადასხვა ვარიანტზე.
Read more
აგრო ბარათების ეფექტიანობის და გავლენის შეფასების მიზნით, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოაწყო ფოკუს-ჯგუფები ფერმერებთან და ინდივიდუალური ინტერვიუები წარმოების საშუალებათა და ტექნიკის მიმწოდებლებთან. ეს კვლევა წარმოადგენს პროგრამის ხარისხობრივ დასკვნასა და კვლევით რეკომენდაციებს.
Read more
კვლევა აფასებს USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესაძლო გავლენას აშშ-ის საქონლის წარმოებასა და აშშ-ის მუშათა უფლებებზე. USAID ვალდებულია, ყოველწლიურად შეამოწმოს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული აქტივობები გავლენას არ ახდენს აშშ-ის სამუშაო ადგილებსა და მუშათა უფლებებზე და არ ზრდის ქართული პროდუქციის კონკურენციას აშშ-ში წარმოებულ მსგავს პროდუქტებთან.
Read more
აღნიშნულმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ გამოავლინა ის სქემები, რომლებიც დაეხმარება გერმანიის ფინანსურ კოოპერაციას (KfW Entwicklungsbank – KfW), ინვესტიციები ჩადოს საქართველოს აგრო-დაზღვევაში. განხორციელების შემთხვევაში, მხარდაჭერილი აგრო-დაზღვევის სქემები დაეხმარება ფერმერების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული შუამავლების დაუცველობის შემცირებას, სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალის დადგომისას. გერმანიის მთავრობის სახელით, KfW-მა საქართველოს მთავრობას გრანტის სახით გამოუყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებისთვის საჭირო დაფინანსება.
Read more
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის შედეგების შესწავლა და გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კვლევამ აჩვენა, რომ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტში გადამუშავებული პროდუქციის წილი მაღალია. მიუხედავად ამისა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ამჟამად კონცენტრირდება რამდენიმე საექსპორტო პროდუქტზე და ძლიერ არის დამოკიდებული დსთ-ის ქვეყნებზე, რაც, შედეგად, დაუცველს ხდის მას პოლიტიკური და კლიმატური შოკებისადმი.
Read more
აღნიშნულ კვლევაში საოჯახო მეურნეობის როლი შეფასდა მდგრადი განვითარების სამ (ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ) განზომილებასთან მიმართებაში. ლიტერატურის მიმოხილვა, SWOT-ანალიზი, დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული ინდივიდიუალური ინტერვიუები და შემთხვევების ანალიზი დაგვეხმარა, განგვესაზღვრა საოჯახო ფერმების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებაში.
Read more
პროექტის მთავარი მიზანია, გავაანალიზოთ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტზე დაწესებული 20%-იანი ტარიფის შესაძლო გავლენა საქართველოში ყურძნის ფასებზე. გარდა ამისა, კვლევა მიზნად ისახავს, შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტარიფმა ქართველ ყურძნის მწარმოებელთა შემოსავლებზე. აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი დაეხმარა პროექტს ყურძნის წარმოებაზე, ფასებსა და ბოლო წლებში ყურძნის ექსპორტის შესახებ არსებული მონაცემების მოძიებაში, შეგროვებასა და შეფასებაში.
Read more
ხარჯ-სარგებლის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივებთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ტექნიკა გვეხმარება, დავადგინოთ ვარიანტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს იძლევა შრომის, დროისა და ხარჯების დაზოგვისა თუ სხვა სარგებლის თვალსაზრისით.
Read more
კვლევამ გააანალიზა ცხვრისა და ცხვრის ნაწარმის ღირებულებათა ჯაჭვები საქართველოში, დაადგინა ძირითადი შეზღუდვები აღნიშნულ ჯაჭვებში და წარმოადგინა რეკომენდაციები მომავალი განვითარებისთვის. 2014 წლის მარტში, ჰაიფერ საქართველომ (Heifer Georgia) დაიწყო „ქართული ცხვრის ღირებულებათა ჯაჭვის ყოვლისმომცველი კვლევა“. ჰაიფერ საერთაშორისომ (Heifer International), რომლის ნაწილიცაა ჰაიფერ საქართველო, მიზნად ისახავს, ქართული მატყლის გადამუშავების დაწყებით ხელი შეუწყოს ქართული ცხვრის სექტორის განვითარებას მომავალში.
Read more
პროექტი წარმოადგენს 8 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებსა და კვლევით რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქართულ სოფლის მეურნეობასა და სურსათის გადამუშავების, მათ შორის, ყურძნისა და ღვინის წარმოების, თხილის, ფრინველის, მარცვლეულისა და სამედიცინო ბალახების, დამწნილებული ხილისა და ბოსტნეულის, ვაშლის კონცენტრატის მრეწველობებში. თითოეული ანალიზი დეტალურად განიხილავს იმ კონტექსტურ ფაქტორებს, რომლებიც ეხება ზოგად პოლიტიკასა და ბიზნეს-გარემოს, მათ შორის საკუთრების უფლების დაცვა და გადასახადები.