აღნიშნულ კვლევაში საოჯახო მეურნეობის როლი შეფასდა მდგრადი განვითარების სამ (ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ) განზომილებასთან მიმართებაში. ლიტერატურის მიმოხილვა, SWOT-ანალიზი, დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული ინდივიდიუალური ინტერვიუები და შემთხვევების ანალიზი დაგვეხმარა, განგვესაზღვრა საოჯახო ფერმების როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებაში.
საოჯახო მეურნეობა არის სოფლის მეურნეობის უპირატესი ფორმა. ის არის სოფლად მცხოვრებთა შემოსავლის ძირითადი წყარო და მასზე მოდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების უდიდესი წილი საქართველოში. საოჯახო მეურნეობები, როგორც წესი, აწარმოებენ საკვებს, რომელიც მილიარდობით ადამიანს აპურებს. სურსათისა და სოფლის მეურეობის ორგანიზაციის თანახმად, ბევრ განვითარებად ქვეყანაში საოჯახო ფერმები წარმოადგენს ფერმერული მეურნეობების 80%-ს. მათზეა დამოკიდებული ადგილობრივი და მსოფლიო სურსათის უსაფრთხოება. როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში საოჯახო მეურნეობა არის სოფლის მეურნეობის უპირატესი ფორმა.
საოჯახო მეურნეობის ეკონომიკური მდგრადობის შეფასების მიზნით, კვლევამ შეაფასა, თუ რა როლს ასრულებს საოჯახო მეურნეობები სურსათის უსაფრთხოებასა და სიღარიბის აღმოფხვრაში, საოჯახო მეურნეობების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობაში. ეკოლოგიური თვალსაზრისით, საოჯახო მეურნეობების როლი შეფასდა ბიო მრავალფეროვნებასთან, ნიადაგის სიჯანსაღის, დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებების საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება სოციალურ მხარეს, კვლევამ შეაფასა სოფლის მეურნეობის იმიჯის მნიშვნელობა და ფერმერთა დამოკიდებულება მის მიმართ.
აღნიშნული პროექტი განხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფრო ფართო ინკლუზიური ზრდის დიალოგის პლატფორმის შესახებ ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში.
დონორები და პარტნიორები
Swiss Cooperation Office for the South Caucasus (SDC)