ISET

აგრარული პოლიტიკისა და ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრები მუშაობენ ირიგაციის/დრენაჟისა ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედების შეფასებაზე საქართველოში. ანგარიში წარმოადგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა პოლიტიკის ვარიანტებზე ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურების ეფექტიანი სისტემის შექმნაზე ქვეყანაში.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით მიზნად ისახავს საქართველოს მელიორაციის (ირიგაცია და დრენაჟი) სისტემის რეფორმირებას. რეფორმა ითვალისწინებს სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, მელიორაციის ახალი კანონის შემოღებასა და ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავებას.

კანონპროექტი მიზნად ისახავს წყლის რესურსების ეკონომიკურად ეფექტიანი და მდგრადი გამოყენებისა და წყლის ინფრასტრუქტურის აქტივების პოპულარიზებას ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მეშვეობით. წარდგენილმა ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა მდგრადობისათვის საკმარისი შემოსავლების შემოდინება, მომსახურების მიწოდების საიმედოობა და სექტორისთვის საჭირო სტანდარტები. კანონპროექტს თან ერთვის ირიგაციის/დრენაჟის ტარიფების მეთოდოლოგიის სხვადასხვა ვარიანტები – ფასების ქვედა და ზედა ზღვრები.

ISET-ის გუნდმა შეაფასა ირიგაციის/დრენაჟის ტარიფების მეთოდოლოგიის მარეგულირებელი კანონმდებლობის ზემოქმედება და დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზა დასკვნების საფუძველზე გამოვლენილი საუკეთესო რეკომენდაცია აღნიშნული პოლიტიკის შესახებ.

 

პუბლიკაციები

N/A

სასარგებლო ბმულები:

Georgian Amelioration

მთავარი მკვლევრები

ლევან ფავლენიშვილი
მაკა ჭითანავა
ნორბერტო პინატი
ოლგა აჟგიბეცევა
ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილი
ფატი მამარდაშვილი
სიმონ ეპლბაი

დონორები და პარტნიორები

USAID/Governing for growth and Deloitte Consulting LLC

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული
დაიწყო: ნოემბერი: 2015 წელი

დასრულდა: იანვარი, 2016 წელი

Our Partners