ISET

აგრო ბარათების ეფექტიანობის და გავლენის შეფასების მიზნით, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოაწყო ფოკუს-ჯგუფები ფერმერებთან და ინდივიდუალური ინტერვიუები წარმოების საშუალებათა და ტექნიკის მიმწოდებლებთან. ეს კვლევა წარმოადგენს პროგრამის ხარისხობრივ დასკვნასა და კვლევით რეკომენდაციებს.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი (აგრო ბარათების პროგრამა) 2013 წელს დაიწყო. პროექტის მიზანი იყო სოფლად მცხოვრებთა დახმარება მდგრადი ფერმების შექმნაში. პროექტის ბენეფიციარებმა მიიღეს ხვნა-თესვის (სახნავი ბარათები) და პლასტიკური ბარათები, ე.წ. „აგრო ბარათები“, რომლითაც შეუძლიათ ფეერმისთვის საჭირო საქონლის (სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების) შეძენა.

აღნიშნული შეფასების მიზანი იყო, გაგვეგო, რამდენად ეფექტურად განხორციელდა აგრო ბართების პროგრამა, რა შეზღუდვები უშლიდა ხელს მის ეფექტურ განხორციელებას და რა გავლენა ჰქონდა პროგრამას ფერმერულ მეურნეობებზე. ის, აგრეთვე, მიზნად ისახავდა ნებისმიერი სახის გაუმჯობესების შეფასებას, ფერმერებსა და წამოების საშუალებათა მიმწოდებლებთან დაკავშირებით და ნებისმიერ ცვლილებას ფერმერთა პროდუქტიულობაში, ცნობიერებასა თუ პრაქტიკაში.

 

მთავარი მკვლევრები

სალომე გელაშვილი

ია კაცია

ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილი

ფატი მამარდაშვილი

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულდა

დაიწყო: მარტი, 2015 წელი

დასრულდა: მაისი, 2015 წელი

Our Partners