ISET

ხარჯ-სარგებლის ანალიზი არის ეკონომიკური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს შევადაროთ სხვადასხვა ალტერნატივებთან დაკავშირებული დანახარჯები და სარგებელი. აღნიშნული ინსტრუმენტით შესაძლებელია, სისტემატურად დავითვალოთ საინვესტიციო კაპიტალის სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ტექნიკა გვეხმარება, დავადგინოთ ვარიანტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს იძლევა შრომის, დროისა და ხარჯების დაზოგვისა თუ სხვა სარგებლის თვალსაზრისით.

ხარჯ-სარგებლის ანალიზი ხშირად გამოიყენება პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის შედარებისთვის. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, აგრარული პოლიტიკის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტის „საბაზრო ალიანსი სიღარიბის წინააღმდეგ სამცხე-ჯავახეთში“ საპილოტო ხარჯ-სარგებლის ანალიზი. ჩატარებული ანალიზის უმთავრესი მიზანია, სამცხე-ჯავახეთის პროექტის მაგალითზე, წარმოვადგინოთ ალიანსის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები. მომავალში მსგავსი მეთოდოლოგია გამოიყენება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფრო ფართო ინკლუზიური ზრდის დიალოგის პლატფორმის შესახებ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დააფინანსა შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა სამხრეთ კავკასიაში.

 

მთავარი მკვლევრები

სალომე გელაშვილი

დონორები და პარტნიორები

Swiss Cooperation Office for the South Caucasus (SDC)

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: აგვისტო, 2014 წელი

დასრულდა: მარტი, 2015 წელი

Our Partners