ISET

APRC აფასებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ტრენინგ-პროგრამას და ამზადებს ანგარიშს აღმოჩენების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელთა საფუძველზეც უნდა გადაიხედოს ტრენინგ-პროგრამა.

2016 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრენინგების ჩატარება. პროექტის მიზანია, საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა. პროექტის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება, რათა მოხდეს დარეგისტრირებული კოოპერატივების მმართველებისა და მმართველი ლიდერებისთვის განკუთვნილი ტრენინგების პროგრამის ინსტიტუციონალიზება, მართვის კომპეტენციის გაძლიერება, დარეგისტრირებულ კოოპერატივებში შესაბამისი მმართველობის შექმნა, კოოპერატივის წევრების ცნობიერების ამაღლება კოოპერატივების მნიშვნელობისა და მიზნის შესახებ და კოოპერატივში საკუთრების გრძნობის გაძლიერება. პროექტის აქტივობები ხორციელდება მთელ საქართველოში.

ACDA-ს დაკვეთით, APRC აფასებს ტრენინგ-პროგრამას. კვლევა აანალიზებს პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის შედგენილ წინასწარ და საბოლოო ტესტებს და ამზადებს ანგარიშს შედეგებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, რათა გადაიხედოს/მოდიფიცირდეს ტრენინგები რეგისტრაციის ჟურნალისა და ტრენინგების გავლენის საბოლოო ანგარიშთან შესაბამისობაში.

ჩვენ ვადარებთ წინასწარი და საბოლოო ტესტების შედეგებს მრავალკრიტერიუმიანი მიდგომის გამოყენებით, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე.

 

მთავარი მკვლევრები

ფატი მამარდაშვილი

სალომე დეისაძე

ია კაცია

დონორები და პარტნიორები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის გაძლიერება (ENPARD), EVOLUXER S.L.

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: ოქტომბერი, 2016 წელი

დასრულდა: მარტი, 2017 წელი

Our Partners