აღნიშნული პროგრამის უმთავრესი მიზანი იყო, საქართველოს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოებაში სპეციალიზების პროგნოზირებული პოტენციალის გაანალიზება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, APRC დაეხმარა გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფს, შედარებითი უპირატესობის მქონე სასოფლო-სამეურნეო საქონლის პოტენციალის შესწავლის მიზნით, მოეძიებინა, შეეგროვებინა და შეეფასებინა მონაცემები და გადაეხედა არსებული ლიტერატურისთვის.
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი საქართველოს ემპირიული ნაშრომის მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი, სპეციალიზდეს 14 სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოებაში. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა რამდენიმე პროდუქტის შედარებითი უპირატესობა, რომლებიც დავაჯგუფეთ შემდეგ კატეგორიაში: ხილ-ბოსტნეული, თამბაქო, რძის პროდუქტები, თევზეული და ზღვის პროდუქტები. საჭიროა მსხვილი ინვესტიციები, თუმცა მაღალი დამატებული ღირებულების მქონე, გადამუშავებულ პროდუქტებს უამრავი პოტენციური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს.
მთავარი მკვლევრები
ია კაცია
დონორები და პარტნიორები
გერმანელ ეკონომისტთა გუნდი საქართველო