ISET

პროექტი მიზნად ისახავს სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და არსებული მექანიზმების ანალიზს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვების თვალსაზრისით. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა ეროვნული მონაცემების შეგროვების მექანიზმები შეადარა საერთაშორისო პრაქტიკას, გამოავლინა ძირითადი ხარვეზები და გამოწვევები სურსათის უსაფრთხოების შეფასებაში და წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები ამ სამ ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოების მონაცემების შეგროვებისთვის.

სურსათის უსაფრთხოების ინდიკატორების/ინდექსებზე რეგულარული ანგარიშების მომზადება საშუალებას მოგვცემს, ჩავატაროთ სურსათის უსაფრთხოების პირობების მონიტორინგი ამ სამ ქვეყანაში. პირობების სისტემატური მონიტორინგი შედეგად მოიტანს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პროგნოზსა და შესაბამის გავლენით განპირობებულ ჩარევებს გრძელვადიან პერიოდში.

 

მთავარი მკვლევრები

სალომე გელაშვილი

ფატი მამარდაშვილი

ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილი

ლაშა ლაბაძე

ნინო კაკულია

ია კაცია

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: ოქტომბერი, 2015 წელი

დასრულდა: დეკემბერი, 2015 წელი

Our Partners