ISET

აღნიშნული კვლევის მიზანი იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის შედეგების შესწავლა და გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება. კვლევამ აჩვენა, რომ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტში გადამუშავებული პროდუქციის წილი მაღალია. მიუხედავად ამისა, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ამჟამად კონცენტრირდება რამდენიმე საექსპორტო პროდუქტზე და ძლიერ არის დამოკიდებული დსთ-ის ქვეყნებზე, რაც, შედეგად, დაუცველს ხდის მას პოლიტიკური და კლიმატური შოკებისადმი.

აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი დაეხმარა პროექტს, გაეანალიზებინა სავაჭრო მონაცემები და დახმარებოდა კვლევის ავტორს, პროფესორ სტეფან ვონ კრამონ-ტაუბადელს სტატიის მომზადებაში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის. 2013 წელს სოფლის მეურნეობის დამატებულ ღირებულებაზე მოდიოდა მშპ-ის 9.3% და დასაქმების 53.4% (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.). სოფლის მეურნეობა არის საკვების, სასმელისა და თამბაქოს გადამამუშავებელი მრეწველობების ძირითადი ბაზა, რომლებზეც ერთად აღებული 2010 წელს მოდიოდა ქართული გადამამუშავებელი მრეწველობის ერთ მესამედზე მეტი (მსოფლიო ბანკი, 2014 წ.). შედეგად, მთლიან სასოფლო-სამეურნეო და სურსათის წარმოებაზე საქართველოში მოდის მშპ-ის 14%. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ზრდა მჭიდრო კავშირშია სიღარიბის აღმოფხვრასთან, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ქართულ სოფლებში. მაშინ, როდესაც 2012 წელს ქვეყნის მოსახლეობის 14.8% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ქალაქად მცხოვრებთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 10.5%, იყო, სოფლად მცხოვრებთა შორის კი – 18.8%. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სასოფლო-სამეურნეო ზრდა განსაკუთრებით ეფექტური საშუალებაა სიღარიბესთან ბრძოლაში. მსოფლიოს განვითარების ანგარიშში (მსოფლიო ბანკი, 2008 წ.) მოყვანილი მტკიცებულებების მიხედვით, ჩინეთში ზრდა სოფლის მეურნეობაში 3.5-ჯერ ეფექტური აღმოჩნდა სიღარიბის შემცირებაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში კი – 2.7-ჯერ.

მთავარი მკვლევრები

სტეფან ვონ კრამონ-ტაუბადელი

ფატი მამარდაშვილი

ნიკოლოზ ფხაკაძე

დონორები და პარტნიორები

გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფი

პროექტის ვადები

სტატუსი: დასრულებული

დაიწყო: ოქტომბერი, 2014 წელი

დასრულდა: ნოემბერი, 2014 წელი

Our Partners