პროექტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გაზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება.
საქართველოში ბევრი ოჯახია ჩართული სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებაში. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ოჯახები აწარმოებენ მხოლოდ თვითკმარ ან ნახევრად თვითკმარ პროდუქციას და თითქმის არ აქვთ წვდომა ბაზარზე. ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული ჯგუფების (ე.წ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) განვითარების ხელშეწყობა არის ფერმერულ შინამეურნეობების დახმარების ერთ-ერთი გზა, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და პროდუქტიულობა.
ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა იძლევა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას. ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD საქართველო) ფარგლებში გაცემული ფინანსური და არასამთავრობო ორგანიზაციათა 4 კონსორციუმის ტექნიკური მხარდაჭერით, ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით მიეცათ შესაძლებლობა, დაიწყონ ბიზნესი, ჩაერთონ წარმოების ინოვაციებში და გაიუმჯობესონ მასშტაბის ეკონომია მარკეტინგის მიმართულებით. თუმცა, ამავდროულად, გზად შეიძლება ბევრი სიძნელე შეხვდეთ, თუნდაც კონკურენტული პოზიციის მოპოვება სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვში.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, კავკასიაში ქეა საერთაშორისოსა და რეგიონული განვითარების ასოციაციასთან ერთად, მუშაობს პროექტზე „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის განვითარებისთვის,“ რომელიც ხორციელდება ENPARD საქართველოს ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, ISET-ის კვლევითმა ინსიტუტმა, 2014 წელს, დასავლეთ საქართველოში ჩაატარა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საბაზისო შეფასება. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით, მომავალში ჩატარდება არაერთი საოფისე და საველე კვლევა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, რათა შეიმუშაოს საბაზრო ფასების შესახებ მონაცემების შეგროვების, გაანალიზებისა და დისტრიბუციის სისტემა, რათა ფერმერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლოთ ინფორმაციის დროულად მიღება.
პუბლიკაციები
Strawberry Market Research, Case Study: Cooperative Shamatia
Access to Finance for Agricultural Cooperatives
Tea Cooperatives' Round Table Discussion
Stakeholders' Forum on the Trout Sector
Stakeholders' Forum on the Tea Sector
Strawberry Infographics - Production, Prices, Trade (GEO)
Nut Infographics - Production, Prices, Trade (GEO)
Diary Infographics - Production, Prices, Trade (GEO)
Agriculture and Rural Development in Western Georgia - A Baseline Assessment
Agriculture and Rural Development in Georgia - Insights from Four Baseline Studies (ENG)
Agriculture and Rural Development in Georgia - Insights from Four Baseline Studies (GEO)
CRP Baseline Survey Questionnaire (Eng-Geo)
მთავარი მკვლევრები
ერიკ ლივნი
ლაშა ლაბაძე
ადამ პელილო
ირაკლი (რატი) კოჭლამაზაშვილი
ნინო კაკულია
დავითი ჟორჟოლიანი