ISET

პროექტი წარმოადგენს 8 შემთხვევის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებსა და კვლევით რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ქართულ სოფლის მეურნეობასა და სურსათის გადამუშავების, მათ შორის, ყურძნისა და ღვინის წარმოების, თხილის, ფრინველის, მარცვლეულისა და სამედიცინო ბალახების, დამწნილებული ხილისა და ბოსტნეულის, ვაშლის კონცენტრატის მრეწველობებში. თითოეული ანალიზი დეტალურად განიხილავს იმ კონტექსტურ ფაქტორებს, რომლებიც  ეხება ზოგად პოლიტიკასა და ბიზნეს-გარემოს, მათ შორის საკუთრების უფლების დაცვა და გადასახადები.

ფინანსებზე, მიწაზე, მუშახელსა და სხვა საწარმოო ფაქტორებზე წვდომა, მიმწოდებელთა და მომსახურების მიმწოდებელთა დონე და ხარისხი, ინფრასტრუქტურის ხარისხი. ჩვენი ანალიზი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს არსებულ ხარვეზებთან გამკლავებისას უცხოელი მეწარმეების მიერ გამოყენებულ ბიზნეს-სტრატეგიებზე, რომლებიც, ერთის მხრივ, ქმნის გარემოს და, მეორეს მხრივ, გავლენას ახდენს ამ გარემოზე. მთავრობას, კერძო სექტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჩართულ დონორებს, აგრარულ უნივერსიტეტებს, პროფესიულ კოლეჯებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ვთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს.

 

Our Partners