კვლევა აფასებს USAID-ის მიერ საქართველოში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესაძლო გავლენას აშშ-ის საქონლის წარმოებასა და აშშ-ის მუშათა უფლებებზე. USAID ვალდებულია, ყოველწლიურად შეამოწმოს, რომ USAID-ის მიერ დაფინანსებული აქტივობები გავლენას არ ახდენს აშშ-ის სამუშაო ადგილებსა და მუშათა უფლებებზე და არ ზრდის ქართული პროდუქციის კონკურენციას აშშ-ში წარმოებულ მსგავს პროდუქტებთან.
კვლევის ფარგლებში, ჩვენ მიერ სხვადასხვა სავაჭრო ინდიკატორების გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ USAID-ის დახმარება არ დააზარალებს ამერიკელ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს. სავარაუდოდ, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, აშშ-ის იმპორტი არ ჩანაცვლდება ადგილობრივი წარმოებით. USAID-ის დახმარება არ იწვევს კონკურენციას ქართულ და ამერიკულ პროდუქციას შორის საგარეო ბაზრებზე და არ განაპირობებს ამერიკული სამუშაო ადგილების გადატანას ან ამერიკელი მუშების უფლებების დარღვევას.
დონორები და პარტიორები
USAID