პროექტის მიზანია საქართველოში არაფორმალური დასაქმების გამომწვევი მიზეზების კვლევა. შრომის ეკონომიკის ინსტიტუტთან (Labor Economics Institute – IZA) თანამშრომლობის ფარგლებში, ეს პროექტი მიზნად ისახავს, გააანალიზოს საქართველოს არაფორმალურ და ფორმალურ შრომის ბაზრებს შორის კავშირები, რაც ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს საქართველოს საკანონმდებლო გარემოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ფარგლებში შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების გავლენა.
2013 წლამდე საქართველოს ჰქონდა ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმალური დასაქმება ძალიან დაბალი დონის შრომის უსაფრთხოებასა და სარგებელს სთავაზობდა დასაქმებულებს. კვლევამ შეაფასა ფორმალურ/არაფორმალურ ხელფასებს შორის სხვაობებსა და შრომის ბაზრებს შორის მობილობაში მომხდარი ცვლილებები. პროექტმა შეაგროვა მონაცემები საქართველოში არაფორმალურ დასაქმებაზე და გააანალიზა, რა გავლენას ახდეს უსაფრთხოებისა და რისკების ინდივიდუალური აღქმა მუშახელის არჩევანზე, დასაქმდეს არაფორმალურ თუ ფორმალურ ბაზარზე. პროექტმა, ასევე, წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შრომის ბაზრის რეგულაციები და სამართლებრივი და საგადასახადო გარემო, რათა შემცირდეს საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული არაფორმალური დასაქმების მასშტაბი.
მკვლევარები
ჰარტმუტ ლემანი
მელანი კამისი
რენდალ ფილერი
ვლადიმირ გიმპელსონი
მუჰამად ასალი
კარინე ტოროსიანი
დონორები და პარტნიორები
Institute for the Study of Labor (IZA)/with funding from the Volkswagen Foundation