არავისთვის არ არის სიახლე, რომ ზრდასრულთა განათლებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ სწავლა ხანგრძლივი პროცესია. თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სწავლა, როგორც ცხოვრების მანძილზე საკუთარი თავის თვითაღმოჩენის პროცესი, და სწავლა, როგორც გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა, რასაც ხშირად შრომის ბაზარზე გარკვეულ პოზიციაზე დაწინაურების მოტივაცია განაპირობებს. ეს ორი ცნება განსხვავდება, მაგრამ ამავდროულად კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ, რაც უფრო მეტი უნარ-ჩვევა გვაქვს, მით უფრო მეტად გვესმის ...