2005 წელს, რადგან მობილური კავშირი არ იყო, ბიძაჩემს სოფელ ჯვარბოსლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწია, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში ჩაბარება ეხარებინა. ახლა 2020 წელია, თუშეთის დიდ ნაწილში, მათ შორის ჯვარბოსელშიც, მობილური კავშირი ისევ არ არის, თუმცა მოსახლეობა უკვე უკაბელო ფართოზოლოვანი ინტერნეტით უკავშირდება დანარჩენ სამყაროს!
თუ აქამდე თუშეთს მეცხვარეობითა და უგემრიელესი გუდის ყველით იცნობდნენ, დღეს ის უკვე მიმზიდველი ტურისტული ადგილია. თუშეთი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა, რომელიც, IUCN-ის კლასიფიკაციით, სამი ტიპის დაცულ ტერიტორიას აერთი...