საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 2009 წლის მარტიდან დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებსა ან/და სასწავლებლებში (თავი XIV, მუხლი 98, პუნქტი 1). ეს, ერთი შეხედვით, კარგი ინიციატივაა. სავარაუდოდ, ამ კანონის მიზანი, ქვეყანაში მომავალი ექიმებისთვის განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ხარისხიანი ჯანდაცვის შეთავაზება უნდა ყოფილიყო. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, რელევანტურია, რადგან ადამიანის სიცოცხლე, როგორც ხანგრძლივობის, ...