2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა...