2017 წლის ივლისიდან თუ მეწარმე, გაყიდვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარს შესთავაზებს უძრავ ქონებას და/ან მომსახურებას, ან მათ რეკლამას განათავსებს, უძრავი ქონების/მომსახურების ფასი უნდა იყოს გამოხატული მხოლოდ ლარში. კანონპროექტის თანახმად, თუ ფასის გამოცხადებისას ეს კანონი დაირღვევა, მეწარმე მიიღებს გაფრთხილებას, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ყოველი მომდევნო დარღვევისთვის კი – 5000 ლარით.
მოკლე ინფორმაცია ცვლილებების გარშემო
ეს კანონი ერთ-ერთია იმ ცვლილებათაგან, რომლებიც განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხ...