ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Yasya Babych has not set their biography yet

მაი
24

საქართველოს რეგიონების „ცხოვრებადობის თავსატეხი“

ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას? თუ რეგიონული უთანასწორობის ჭრილში ეს მოლოდინი არა...
Rate this blog entry:
Continue reading
243
0 Comments
Write a Comment
აპრ
05

ქართველი ქალის ტვირთი: როგორ იმოქმედა პანდემიამ ქალებსა და კაცებს შორის საოჯახო შრომის განაწილებაზე და რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

COVID-19-ის პანდემიამ არაერთი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება და შეხედულება იმაზე, თუ რამდენად ვაფასებთ უშუალო ურთიერთობებს, პერსონალური სივრცის მნიშვნელობას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. ამ დამოკიდებულებებისა და სოციალური ცვლილებების ნაწილი შეიძლება პანდემიის შემდეგაც დარჩეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. საინტერესოა, რომ ხანგრძლივმა შეზღუდვებმა უამრავ ადამიანს დაანახა ეკონომიკური ცხოვრების მანამდე „დაფარული“ ერთი მხარე, რასაც ეკონომისტები არაანაზღაურებად ზრუნვას ვუწოდებთ. როდესაც არაანაზღაურებად შრომაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმ ყოველდღ...
Rate this blog entry:
Continue reading
845
0 Comments
Write a Comment
თებ
08

მოვუაროთ, გავარემონტოთ თუ სულაც ავაშენოთ? მოვლა-შენახვა თუ ინვესტიციები: საკითხავი, აი, ეს არის!

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ბლოგში იასია ბაბიჩმა და ლუკ ლერუსმა თბილისში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მართვის რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათი დაკვირვებით, წარსულში ცუდი მართვის შედეგები აშკარად შესამჩნევია. თუმცა ამ შედეგების ნაწილი ჯერ არ ჩანს ან ნაკლებად გამოხატულია. ამისი ნათელი მაგალითია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. თუ ქალაქის მმართველობა არ იზრუნებს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმოს და ააშენოს ახალი ბაგა-ბაღები და ბაღები, რათა ქალაქის მოსახლეობის მოსალოდნელ ზრდას უპასუხოს, შედეგად მივიღეთ გადავსებულ, ნგრევისთვის განწირულ ბაღებს, ...
Rate this blog entry:
Continue reading
1005
0 Comments
Write a Comment
ნოე
16

თბილისი: მზარდი ქალაქი მზარდი საჭიროებებით

2014 წლამდე თბილისის მოსახლეობის რიცხვი მეტნაკლებად მუდმივი იყო და, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის შემცირების კვალდაკვალ, მცირე ტემპით იკლებდა კიდეც. 2014 წლიდან კი დედაქალაქის მიმართულებით მიგრაცია იზრდება, როგორც ეს ქვემოთ გრაფიკზეა მოცემული. მსგავსი ტენდენცია მთელ მსოფლიოში გვხვდება. საშუალოდ, გლობალური მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამჟამად ქალაქებში ცხოვრობს და, გაეროს უახლესი ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის 66%-მდე გაიზრდება1. საქართველო ამ ნიშნულს უკვე მიუახლოვდა. ქვეყნის უდიდესი შვიდი ქალაქი მთლიანობაში 1,8 მილიონ მოსახლეს ითვლის. უახლე...
Rate this blog entry:
Continue reading
1323
0 Comments
Write a Comment

Our Partners