ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Yasya Babych has not set their biography yet

ნოე
10

საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირება – პოლიტიკური ბიზნეს ციკლის შემთხვევა?

2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. „კოჰაბიტაციის“ ერთწლიანი პერიოდი, რომლის დროსაც ძალაუფლება ორ მოქიშპე პოლიტიკურ ძალას შორის იყო გადანაწილებული, ოფიციალურად დასრულდა. ახლა უკვე შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და შევაფასოთ, თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა სიტუაციამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ორნაწილიან სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ განვლილი პერიოდის ზოგიერთ ეკონომიკურ ტენდენციას საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ამ კუთხით განვიხილავთ ზოგად მაჩვენებლებს ორ (საპარლამენტო და საპრეზიდენტო) არჩევნებს შორის (2012 წლის IV კვარტლიდან 2013 ...
Rate this blog entry:
Continue reading
5231
0 Comments
Write a Comment
ნოე
04

„კანონიერი ქურდებიდან“ კანონის უზენაესობისკენ

თომას ჰობსი (1588-1679) თავის ლევიათანში აღწერდა მდგომარეობას, რომელშიც „არ რჩება ადგილი შრომისმოყვარეობისათვის, ვინაიდან არავისთვის არ არის უზრუნველყოფილი მისი შრომის ნაყოფი; ამიტომ არ არის მიწათმოქმედება, არ არის საზღვაო ვაჭრობა, არ არის ზღვაოსნობა, არ არის მოხერხებული ნაგებობები, არ არსებობს ნივთების გადაადგილებისა და მოძრაობის საშუალებები, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, არ არსებობს ცოდნა მიწის ზედაპირის შესახებ, არ არის დროის გაზომვა, არ არის ხელოვნება, არ არის ლიტერატურა, არ არის საზოგადოება და რაც ყველაზე უარესია, ესაა იძულებითი სიკვდილის მუდმივი ში...
Rate this blog entry:
Continue reading
3909
0 Comments
Write a Comment
იან
25

საჭიროა თუ არა დეპოზიტის დაზღვევის პროგრამა ფინანსური სტაბილურობისთვის

საქართველო იმ ქვეყნების არცთუ ისე მრავალრიცხოვან სიაშია, რომელთაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არა აქვთ. საჭიროებს კი ქვეყანა ასეთ სისტემას? იქნებ დეპოზიტის დაზღვევამ სარგებელზე მეტი ზიანი მოგვიტანოს? პასუხი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება ჩანდეს. დეპოზიტის დაზღვევა შედარებით ახალი მოვლენაა საერთაშორისო საბანკო სისტემაში. მაგალითად, 1974 წელს მხოლოდ 12 ქვეყანას ჰქონდა დეპოზიტის დაზღვევის სქემები, ხოლო 2003-ში ეს რიცხვი 87-მდე იყო გაზრდილი. შეერთებული შტატები ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია 1933 წელს...
Rate this blog entry:
Continue reading
3850
0 Comments
Write a Comment
აპრ
22

გენდერული დისბალანსი: სამხრეთ კავკასია ჩინეთის გზას მიუყვება

2012 წელს ჩინეთში ყოველ 100 ახალშობილ გოგოზე 113 ბიჭი მოდიოდა, ინდოეთში - 112, ვიეტნამში - 111. უკვე დიდი ხანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გენდერული დისბალანით გამოწვეული სოციალური კრიზისის საფრთხე მედიის ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ აზიისთვის არაა დამახასიათებელი. გაეროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2005-2010 წლებში აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს მეორე, მესამე და მეოთხე ადგილი ეჭირათ (ჩინეთის შემდეგ) მსოფლიოში გენდერული დისბალანსის მიხედვით. ამ ქვეყნებში ყოველ ერთ ახალშობილ გოგონაზე შესაბამისად 1.16, 1.15 და 1.11 ...
Rate this blog entry:
Continue reading
3968
0 Comments
Write a Comment

Our Partners