ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
30

ქართული ნეპოტიზმი

საქართველოში ხშირად სამსახური იშოვება არა სამართლიანი, წესისამებრ შერჩევის, არამედ პირადი კავშირების მეშვეობით. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი, რომელსაც თითქმის არავინ არ უარყოფს. ეს იციან თითქმის ყველა ქართულ ფირმასა თუ დაწესებულებაში. საავადმყოფოში შეხვდებით „ექთანს“, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია, თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შეხვდებით ფსიქიკურად დაავადებულ „დამლაგებელ ქალს“, რომელიც აგრესიული და უადგილო ქცევებით ხალხს აშინებს, რკინიგზის სადგურზე კი ბილეთს იყიდით მოლარისგან, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რეგულაციებზე, განრიგსა და მატ...
Rate this blog entry:
Continue reading
15375
0 Comments
Write a Comment
აპრ
18

ეკონომიკური კეთილდღეობის გენდერული ასპექტი ანუ ფინანსური მართვის სადავეები ქალებს!

ნობელის პრემიის ეკონომისტ ლაურეატებს შორისაა ბანგლადეშელი მუჰამედ იუნუსი. მან მიკროკრედიტი გამოიგონა. რას გულისხმობს ეს ცნება? როგორც წესი, ღარიბი ხალხისათვის საბანკო სესხის აღება რთულია. მათი გადახდისუნარიანობა ხომ ასე დაბალია, რადგან არც გირაოდ გამოსადეგ აქტივებს ფლობენ და შესაძლოა მათი მთელი სიმდიდრეც არ აღმოჩნდეს საკმარისი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკის ზარალის ასანაზღაურებლად. თუმცა იუნუსს სჯეროდა, რომ ღარიბ ხალხს კარგი ბიზნეს იდეები აქვს და არც მათ მიერ ვალის უკან დაბრუნების განზრახვაში ეპარებოდა ეჭვი. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ის ესტუ...
Rate this blog entry:
Continue reading
4133
0 Comments
Write a Comment
მარ
10

არიან ქართველები მეტისმეტად მოუთმენელნი?

დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას. ამ მიდრეკილებას ეკონომისტები აწმყოს დროით უპირატესობას უწოდებენ და თეორიებში მომავალი უკუგების „ფსიქოლოგიური სარგებლის განაკვეთით“ დისკონტირებით ითვალი...
Rate this blog entry:
Continue reading
4073
2 Comments
Write a Comment
იან
17

აგრარული განათლების ნაკლებობა ქართველ ფერმერებში

საქართველოს სოფლის მეურნეობაში ადამიანური კაპიტალის ნაკლებობასთან დაკავშირებით მახსენდება გოდერძი ჩოხელის 1977 წელს გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „სამოთხის გვრიტები“. ყოფილი მღვდელი გადაწყვეტს  საბაზისო განათლება მისცეს გლეხებს ერთ საბჭოთა სოფელში. მას სურს გლეხებს ასწავლოს წერა-კითხვა და უმარტივესი მათემატიკური გამოთვლები. საბედნიეროდ, ამ ფილმში ასახული პრობლემა ბოლო ათწლეულის განმავლობაში  სრულად აღმოიფხვრა. დღესდღეობით საქართველოს სოფლის მოსახლეობამ ნამდვილად იცის წერა-კითხვა (და ასევე მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფაც).  ...
Rate this blog entry:
Continue reading
3058
0 Comments
Write a Comment

Our Partners