დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს.
სანამ თავად მექანიზმზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინდექსი აუცილებლად ეფექტურ რეაგირებას არ ნიშნავს; ის მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ გავრცელების პრევენციისთვის შედარებით მკაცრი ზომები გაატარა1. სიმკაცრის ინდ...