ქვეყანას, რომელიც ნავთობის სიუხვით არ გამოირჩევა,ჭკვიანი და საზრიანი ხალხი ესაჭიროება. ბუნებრივი რესურსებით არცთუ მდიდარი საქართველოც მთლიანად მის ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული. თუმცა საკითხავია, რამდენად ხარისხიანია ქართველების ინტელექტუალური აღჭურვილობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
ეკონომიკურ აქტივობებში პირდაპირ გამოყენებად ცოდნასთან დაკავშირებით საკმაოდ უიმედო სურათია. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საქართველოში უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს. თუმცა, როგორც ადრე დავწერეთ (...