ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლისტის (სომხეთის ენერგოქსელები – ENA) მოთხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოდან რეგულირებული ტარიფის 16.7%-ით გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა, აქციებს სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – „ელექტრო ერევანი“.
ENA ეკუთვნის Inter RAO UES-ს, რუსულ ენერგო-გიგანტს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სომხეთის მთავრობა ეფექტურად ემსახურება რუსულ ინტერესებს. თუმცა ელექტროენერგიის ფასების ზრდას, რომელსაც მთავრობამ თავდაპირველად წინააღმდეგობა...