თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.29 ლარამდე დაეცა, 3.4%-ით წინა თვესთან (2015 წლის იანვართან) და 4.8%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან (2014 წლის თებერვალთან) შედარებით.
ბუნებრივია, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის, იმერული ყველის ფასიარის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ინდექსის დინამიკას განაპირობებს. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებოდით ფასის მკვეთრი ზრდის ტენდენციას ივლისიდან იანვრამდე და იმავე სიმძლავრის კლებას თებერვლიდან ივნისამდე.
ყველის ღირებულების სეზონური დინამიკა მჭიდრო კავშირშია საქართველოში რძის წარმოების წლიურ...