ეს არის ქართული ჩურჩხელა, ტკბილეული, რომელიც მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით და შემდეგ მზეზე გაშრობით. რეალურად არსებობს მხოლოდ 2-3 სახეობის ჩურჩხელა. ზოგს ჩურჩხელის კეთება უკეთ გამოსდის, ზოგს — უარესად, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდული ჩურჩხელები ერთმანეთისგან არსებითად მაინც არ განსხვავდება.
ეს კი ქართული ჩურჩხელის თურქული ანალოგია. ვისაც სტამბოლის სანელებლების ბაზარი უნახავს, შენიშნავდა მსგავსი ტკბილეულის მრავალფეროვნებას, როგორც თხილეულის, ასევე „საკაზმისათვის“...			
		
		
		
					
		
					
		
		
					
                                    
        
			








