ქართული ბაზარი გადავსებულია თურქეთის იაფფასიანი პროდუქციით: უგემური ზამთრის პომიდვრით, ტანსაცმლით, სამშენებლო მასალებითა თუ რაც გნებავთ. თურქული საქონელი ყველგანაა - თბილისის ცენტრიში მდებარე სპეციალიზებულ მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ელიავას ბაზრობაზე. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია თუ ის, რომ ქართველ ხალხს თურქული პროდუქცია უყვარს?
თურქეთიდან საქონლის იმპორტი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ვარდების რევოლუციის შემდეგ, თუმცაღა ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა 2009 წელს, მას შემდგეგ, რაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ორმხრივი ...