ქალთა და კაცთა ხელფასებს შორის საგრძნობი განსხვავება მთელ მსოფლიოში შეინიშნება. Eurostat-ს ამ ფენომენის საზომად გენდერული სახელფასო სხვაობა (Gender Pay Gap - GPG) აქვს. ეს ინდიკატორი წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის საშუალო საათობრივ ხელფასებს შორის სხვაობას შეფარდებულს მამაკაცის საშუალო საათობრივ ხელფასთან. მათივე მონაცემების მიხედვით, 2011 წელს ქალები მამაკაცებთან შედარებით 16.2%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ საათში. ეს სხვაობა იცვლება ქვეყნების მიხედვით: ყველაზე ნაკლები სლოვენიაშია დაფიქსირებული (2.3%), ყველაზე მეტი კი - ესტონეთში (27.3%). მსოფლიო ...