საქართველოში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმნიშვნელოდ მიჩნეულმა პოლიტიკურმა დისკუსიამ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ, დღესდღეობით დებატების წინა ფლანგზე წამოიწია. სამართლიანადაც! ეს საკითხები ფრიად კომპლექსურია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ სოფლის მაცხოვრებლებზე, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მომხმარებელ ქალაქელებზეც.
ცხადია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. უამრავი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ მიდგომასთან დაკავშირებ...