ჩვენს ქვეყანაში შრომის ბაზარი მუდამ მწვავე საკითხია და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ცხარდება დებატები ამ თემაზე. პოლიტიკოსებს ხშირად მოჰყავთ მაგალითად შრომის ბაზრის არადამაკმაყოფილებელი შედეგები, როდესაც სურთ, ხაზი გაუსვან მმართველი პარტიის შეცდომებს და/ან ინერტულობას. ქულების მოსაპოვებლად პოლიტიკოსები მეორე მეთოდსაც ხშირად მიმართავენ: ამომრჩევლებს სამუშაო ადგილების ზრდას ჰპირდებიან. ასეა თუ ისე, პარტიები მუდამ იძლევიან დაპირებებს, ამომრჩევლებს კი მუდამ სჯერათ ამ დაპირებების (არარეალისტური დაპირებებისაც კი). შრომის ბაზარზე ვითარება კი, ერთი შეხედვით, ...