ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
სექ
05

რეგიონული განვითარების უკეთესი პოლიტიკის შესახებ: ხედვა სასტუმრო „რუმს“ ყაზბეგიდან

„რუმსის“ ახალი სასტუმროს შესახებ დებატების დაგეგმვის პროცესშივე ველოდით, რომ მისი გავლენა ყაზბეგის თემზე ერთმნიშვნელოვანი არ იქნებოდა. ჩემმა კოლეგამ, რომელიც უკვე ნამყოფი და დიდად ნასიამოვნები იყო სასტუმროს მომსახურებით, მითხრა, რომ  ადგილობრივებსა და სასტუმროს შორის კომპლექსური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. როგორც ეკონომისტები, ვვარაუდობდით, რომ „რუმსი“ ადგილობრივების მსხვილი დამსაქმებელი იქნებოდა, შესაბამისად უთანხმოების შესაძლო მიზეზად მხოლოდ სასტუმროსა და ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს შორის ტურისტებისთვის კონკურენცია წარმოგვედგინა. თუმცა, როგორც ...
Rate this blog entry:
Continue reading
3954
0 Comments
Write a Comment
ივლ
14

საერთო ენა, განათლება და ერის მშენებლობა

XIX საუკუნის შუა ხანებში საქართველო ბევრად უფრო დანაწევრებული და უთანასწორო იყო, ვიდრე დღეს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა გაუნათლებელი გლეხების უზარმაზარ მასას (ძირითადად ყმები, რომლებიც ამუშავედნენ საკუთარი ბატონისა თუ ეკლესიის კუთვნილ მიწებს), ქალაქის მოსახლეობის ნაწილს (რომლის დიდი ნაწილი არ იყო ეთნიკური ქართველი, განსაკუთრებით თბილისში) და პროპორციულად შედარებით მრავალრიცხოვან დიდგვაროვანთა კლასს (5%-მდე), რომელიც ორგანიზებული იყო ხისტი იერარქიული სისტემის მიხედვით და განაგებდა ქვეყნის მიწების დიდ ნაწილს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქარ...
Rate this blog entry:
Continue reading
2346
0 Comments
Write a Comment
ივლ
11

მრავალთაობიანი ქვეყანა

რა არის ოჯახი? ამ კითხვაზე, მაგალითად, შვედი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებთ „დედიკო, მამიკო და ბავშვები“. საინტერესოა, რას გიპასუხებდნენ საქართველოში? ქართველი ბავშვი, დიდი ალბათობით, გიპასუხებდათ „ბებია, ბაბუა, დედა, მამა და ბავშვები“. მრავალთაობიანი ოჯახი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურად უფრო განვითარებული ნაწილი დღეს თითქმის აღარ იცნობს, ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. UNICEF-ის მიერ 2013 წელს 3000-მდე ქართული ოჯახის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემები ასახავს ამ ფენომენის მასშტაბებს. ამ მონაცემების თანახმად, ქართული ოჯახების დ...
Rate this blog entry:
Continue reading
4166
0 Comments
Write a Comment
ივლ
07

ბუნებრივი სელექცია ქართულ სოფლის მეურნეობაში

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ეიფორიული რეაქციები მოჰყვა ქართულ მედიასა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ასოცირების შესახებ შეთანხების ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). DCFTA მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციას ტარიფების დაწევით და არასატარიფო ბარიერების შემცირებით. სოფლის მეურნეობისთვის ყველაზე საჭირო ცვლილებები დაკავშირებულია საკვების უსაფრთხოებასა (ბაქტერიული მინარევები, პესტიციდები, ინსპექცია და ეტიკეტირება) დ...
Rate this blog entry:
Continue reading
1967
0 Comments
Write a Comment

Our Partners