ზამთრის არდადეგებზე ეკონომისტ დარონ აჯემოღლუსა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) და პოლიტოლოგ ჯეიმს ა. რობინსონის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ერთობლივი ნაშრომის (“Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty”, Crown Business 2012, 544 გვერდი, Hardcover $20.00) წასაკითხად მოვიცალე. ორივე ავტორი სახელგანთქმულია და გასაკვირი არ იქნება თუ აჯემოღლუ, თანამედროვეობის ყველაზე ხშირად ციტირებული თურქეთში დაბადებული სომეხი ეკონომისტი, უახლოეს მომავალში მიიღებს ნობელის პრემიას ეკონომიკაში.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ოდნავ იმედგაცრუებულიც კი დავრჩი, ...