ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მაი
02

განათლება, რომელიც უნდა დაფასდეს

„ჩვენთან მეძავებსაც კი უმაღლესი განათლება აქვთ“, — განაცხადა ერთხელ კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ. მეძავების განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დაახლოებით მსგავსის მტკიცება შეიძლება ქართული რეალობის შესახებაც. თითქმის ყველა ქართველს აქვს უმაღლესი განათლება. მაგალითად, ტაქსის მომსახურებით მოსარგებლეებს ხშირად სმენიათ, ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების ისტორიები. კუბასთან შედარებით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის სიუხვე უფრო შთამბეჭდავია, რადგან იქ სკოლაში სახელმწიფო განკარგულების გამო დადიან, აქ კი საკუთარი ინიციატივით ირჩევენ წიგნიერებას. თუმცა, კუბის მსგავს...
Rate this blog entry:
Continue reading
8290
1 Comment
Write a Comment
იან
26

უფრო თანასწორი საქართველოსაკენ

გასულ კვირას უთანასწორობის თეორიული ეკონომიკური შედეგები განვიხილე. კლასიკური ხედვისაგან განსხვავებით ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ უთანაბრობას უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მოტანაც შეუძლია. უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ინვესტიციებს აბრკოლებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური არამდგრადობა ამცირებს მოსალოდნელ მოგებას ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობიდან. შესაბამისად, უცხოელი, ისევე როგორც ადგილობრივი ინვესტორები ნაკლებ კაპიტალს დააბანდებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც არამდგრადობის რისკი იზრდება. თუ დავუშვებთ, რომ...
Rate this blog entry:
Continue reading
2527
0 Comments
Write a Comment
იან
20

სამართლიანობისა და შურის მიღმა: შემოსავლების უთანასწორობის ეკონომიკური ეფექტები

რატომ უნდა გვაღელვებდეს შემოსავლების უთანასწორობა? ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ შტიგლიცისა და ჰარვარდის ეკონომისტის ჯეისონ ფურმანის მიხედვით, „უთანასწორობა იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლამდე მივყავართ“ ( “Economic Consequences of Income Inequality”, Federal Reserve Bank of Kansas: Journal Proceedings, 1998, pp. 221-232). შესაბამისად, თუ შემოსავლების უთანასწორობა პირდაპირი მნიშვნელობით არ გვაღელვებს, შეიძლება არსებობდეს საკმარისი მიზეზი მის არაპირდაპირ ეფექტებზე საზრუნავად. იტალიელმა ეკონომისტებმა, ...
Rate this blog entry:
Continue reading
3610
0 Comments
Write a Comment
ნოე
29

სუფთა ჰაერი არის სიცოცხლე

ადამიანები მოზრდილ თანხებს ხარჯავენ ყველაზე ფასეული აქტივის – სიცოცხლის, ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირით ან თვით, გასახანგრძლივებლად. სწორედ ცხოვრების წლების დაკარგვისადმი შიშის გამო, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა ყველა დროისა და კულტურის დასჯის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ფორმებს წარმოადგენდა. ამ ფონზე გასაოცარია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხი სრულიად უგულებელყოფილია პოლიტიკურ დებატებში. მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის ევროკავშირის გამოკვლევის თანახმად, ქართველის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას საშუალოდ 73 წელს შეადგენდა და ამ მაჩვენებლი...
Rate this blog entry:
Continue reading
7549
0 Comments
Write a Comment

Our Partners