ადამიანები მოზრდილ თანხებს ხარჯავენ ყველაზე ფასეული აქტივის – სიცოცხლის, ხშირად მხოლოდ რამდენიმე კვირით ან თვით, გასახანგრძლივებლად. სწორედ ცხოვრების წლების დაკარგვისადმი შიშის გამო, პატიმრობა და სიკვდილით დასჯა ყველა დროისა და კულტურის დასჯის ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ფორმებს წარმოადგენდა. ამ ფონზე გასაოცარია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხი სრულიად უგულებელყოფილია პოლიტიკურ დებატებში.
მსოფლიო მოსახლეობის 2010 წლის ევროკავშირის გამოკვლევის თანახმად, ქართველის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას საშუალოდ 73 წელს შეადგენდა და ამ მაჩვენებლი...