ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ნოე
28

თუმო – მომავალი უკვე აქაა

სანატრელი ზაფხულის არდადეგების გვარიანი ნაწილის სომხეთში გატარებაზე როდი ოცნებობდნენ ჩემი შვილები. ფიქრებში გაცილებით ეგზოტიკურ ადგილებს დასტრიალებდნენ, აფრიკას, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპის წამყვან დედაქალაქებს – ვენას, პარიზს, ლონდონს. მიუხედავად ამისა, ბევრი დრო არ დამჭირდა, რომ დამერწმუნებინა ისინი, საცდელი ერთი კვირა გაეტარებინათ თუმოს (TUMO) კრეატიულობის საზაფხულო სკოლაში ერევანში. ამისათვის თუმოს ვებ-გვერდიდან მხოლოდ რამდენიმე სურათის ჩვენება საკმარისი აღმოჩნდა.   ერთკვირიანი საცდელი პერიოდი გადაიქცა ოთხკვირიან მოგზაურობად ფოტოგრაფიის, სამგან...
Rate this blog entry:
Continue reading
2160
0 Comments
Write a Comment
ნოე
26

პროფესიონალები ქართულ სოფლის მეურნეობაში

ახლახანს ISET Economist-ის ბლოგზე „შამათიას“ კოოპერატივზე დაიწერა. კოოპერატივის მარწყვის ნერგები დარგვიდან მალევე იწყებდა ხმობას. კოოპერატივმა მიზეზის დასადგენად და პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაციები, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მიზეზი ნათელი გახდა მხოლოდ ნერგების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის შემდეგ. ამასობაში კი კოოპერატივმა 15 000 ლარი იზარალა. ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ღირებულებათა ჯაჭვების უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლის მეურ...
Rate this blog entry:
Continue reading
1902
0 Comments
Write a Comment
ნოე
21

სტრუქტურული ტრანსფორმაცია საქართველოში – კუს ნაბიჯებით სწორი მიმართულებით

სტრუქტურული ტრანსფორმაცია ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ერებმა, რომელთაც სიღარიბე დაძლიეს, შეძლეს დაბალპროდუქტიული სექტორებიდან ნელ-ნელა გამოსულიყვნენ და ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი გაეხადათ. განვითარებულ ქვეყნებში სექტორების პროდუქტიულობებს შორის, როგორც წესი, სხვაობა მცირეა, ზრდაც სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების ხარჯზე ხდება. მათგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებისთვის ნიშანდობლივია დიდი სხვაობა ეკონომიკის სექტორების პროდუქტიულობებს შორის. პოტენციურად, ამ განსხვავებებს ზრდის გ...
Rate this blog entry:
Continue reading
2546
0 Comments
Write a Comment
ნოე
19

ნეტო აღრიცხვის რეგულაცია საქართველოში: ნათელი რევოლუციის დასაწყისი

"ჩვენ გვაქვს მოსახერხებელი ბირთვული რეაქტორი, სახელად მზე. ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვიწევს, თავისით მუშაობს, ყოველ დღე ამოდის და წარმოუდგენელი რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს,“ – ელონ მასკი, Tesla Energy-ის წარდგენა. რამდენიმე კვირის წინ ელონ მასკმა (SpaceX-ის და Tesla Motors-ის გენერალური დირექტორი და, სხვა მრავალ კომპანიასთან ერთად, SolarCity-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ორი ახალი პროდუქტი წარადგინა: სახურავის მზის ფილები SolarCity-სგან და Tesla’s Powerwall 2 (ბატარეა), რომლებიც ერთად გამოსაყენებლად შეიქმნა და რევოლუციას მოახდენს მზის ენერგი...
Rate this blog entry:
Continue reading
2355
0 Comments
Write a Comment

Our Partners