1960-იან წლებამდე იაპონია საცხოვრებლად საუცხოო ადგილი იყო. არავინ კეტავდა სახლის კარს ან მანქანას, რადგან არავინ არაფერს იპარავდა. ქურდობა, ძარცვა და თაღლითობა იმდროინდელ იაპონიაში პრაქტიკულად არ არსებობდა. წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი იზოგებოდა! იაპონელებს არც დარაჯის დაქირავება სჭირდებოდათ, არც სიგნალიზაციის დაყენება, ბოქლომის ყიდვაც კი არ იყო საჭირო. ქვეყანაში პოლიციელებისა და საპატიმროების რაოდენობაც, დანაშაულის სიმცირის ადექვატურად, ნაკლები იყო. არც იაპონურ ფირმებს უწევდათ კომპლექსური მექანიზმების დაყენება თანამშრომლების ქცევის გასაკონტროლებლად. ამ...