2019 წლის თებერვალში, საქართველოს ელექტროსადგურებმა  939 მილიონი კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. თავის მხრივ, მოხმარებამ 1 037 კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, გამომუშავებასა და მოხმარებას  შორის დეფიციტი 22%-ით შემცირდა (-126-დან -98 მლნ. კვტ.სთ-მდე), უარყოფითი სხვაობა მაინც არსებითია. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სხვაობა მთლიანად არ ასახავს საქართველოს ელექტროენერგიის დამოკიდებულების მასშტაბებს, რ...			
		
		
		
					
		
					
		
		
					 
                                     
        








