ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
09

მდიდარი ინვესტორებისთვის ერთი საფეხურით უფრო მიმზიდველი საქართველო

სულ ახლახანს ქართველი საზოგადოების ყურადღება იშვიათმა მოვლენამ მიიპყრო: პირველად უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში, მუდისის ინვესტორების სერვისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba2-დან Ba3-მდე გაზარდა, ქვეყნის პერსპექტივა კი კვლავ „სტაბილურად“ შეაფასა. ახალ ამბავს ქვეყანა დიდი სიხარულით შეხვდა, მაგრამ სულ მალე ეს სასიხარულო სიახლე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ჩამოქვეითებამ დაჩრდილა, ისე, რომ ვერც კი მოვასწარით, სრულად დაგვეფასებინა და გაგვეაზრებინა მუდისის რეიტინგის გაზრდის მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს რეიტინგებს? ...
Rate this blog entry:
Continue reading
2315
0 Comments
Write a Comment
ოქტ
05

გრძელი, ცხელი ზაფხული: რატომ გაიზარდა მკვეთრად ტყის ხანძრების რიცხვი და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან – ნაწილი I

2017 წლის ზაფხული საქართველოში ტყის ხანძრების უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. მხოლოდ აგვისტოში ტყის ხანძრის 35 შემთხვევა  დაფიქსირდა (ოფიციალური მონაცემი ამ ხანძრებით დამწვარი ტყის ფართობის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. მათგან ყველაზე მძიმე შედეგები ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა: ის 7 დღე გაგრძელდა (20-27 აგვისტო) და 100 ჰა-ზე დიდი ტყის ფართობი გაანადგურა. ბევრი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ამდენი ხანძარი უბრალო დამთხვევა იყოს. მართლა ასეა, თუ ამ მოვლენებს სხვა ახსნაც აქვს? ცხა...
Rate this blog entry:
Continue reading
2093
0 Comments
Write a Comment
სექ
25

გაიმარჯვა თუ არა ISET-ის ახალმა საბაკალავრო პროგრამამ საქართველოს საუკეთესო სტუდენტებისთვის ბრძოლაში?

საიდუმლო არ არის, რომ საუკეთესო სტუდენტებისთვის გლობალური კონკურენცია დღეს ძალიან მძაფრია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ადეკვატურ ადამიანურ კაპიტალს შეუძლია ქვეყანა მუდმივი ზრდის ტრაექტორიაზე გაიყვანოს. ჩვეულებრივ „ტვინებისთვის ბრძოლა“ ნაციონალურ და მულტინაციონალურ კომპანიებს შორის ხდება, რომლებიც საუკეთესო ტალანტებისთვის იბრძვიან. მათ დღეს არც უნივერსიტეტები არ ჩამორჩებიან, რომლებიც გამალებით იბრძვიან მსოფლიოში საუკეთესო სტუდენტების გადაბირებისა და შენარჩუნებისთვის. ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT), სტენფორდი, ოქსფორდი, კემბრიჯი და უა...
Rate this blog entry:
Continue reading
2559
0 Comments
Write a Comment
სექ
18

სწრაფი და ნაადრევი გადაწყვეტილებები ყოველთვის გონივრული როდია!

დედაჩემს 22 წლის ასაკში  უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ,  თუმცა  ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს. ყოველთვის ვფიქრობდი...
Rate this blog entry:
Continue reading
2096
0 Comments
Write a Comment

Our Partners