ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
01

ინოვაციებზე, ყავახანებსა და ქართულ სუფრებზე

სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა. მეორე, ვინაიდან სულ უფრო მეტი ინტელექტუალი გადავიდა ყავის სმაზე, ყავახანები გახდა ჯანსაღი იდ...
Rate this blog entry:
Continue reading
3324
0 Comments
Write a Comment
სექ
26

ქართველი ფერმერების რუსული რულეტი

2015 წლის 20 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა მოსავალი და ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ კახეთში. მხოლოდ ყვარელში სეტყვამ 1300 ჰექტარი საფერავი და 1000 ჰექტარი რქაწითელი გაანადგურა, რითიც 500-ზე მეტი გლეხი დააზარალა. ეს მხოლოდ ნაწილია ბოლო წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებისა, რაც ქართველ გლეხებს დაატყდათ თავს. ყველაზე სერიოზული შემთხვევა მოხდა 2012 წლის ივლისში, როდესაც ძლიერმა წვიმამ, ქარმა, სეტყვამ და წყალდიდობამ დააზიანა ათასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა კახეთში, სახურავი გადახადა სახლებს და მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონის ინფრასტრუქტურა...
Rate this blog entry:
Continue reading
2900
0 Comments
Write a Comment
სექ
24

აზერბაიჯანის ეკონომიკა და ნავთობის ფასები: ღვთის წყალობა?

ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასებმა ბოლო სამწელიწადნახევრის განმავლობაში 110 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა 2014 წლის აგვისტოში მოულოდნელად მკვეთრად დაეცა და სულ რაღაც 5 თვეში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 50 აშშ დოლარი შეადგინა. უკვე ერთი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, ბარელი ნავთობის არსებული ფასი უცვლელი დარჩება, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში მაინც. დამნაშავე ტექნოლოგია ამ ვარდნის უმთავრესი მიზეზი უდავოდ იყო ტექნოლოგიური მიღწევები აშშ-ში ფიქალის ნავთობისა და გაზის მოპოვების საქმეში. ეს იმდენად დიდი გარღვევა იყო, რომ აშშ უკვე მზად არის, თავად გახდეს &...
Rate this blog entry:
Continue reading
3943
0 Comments
Write a Comment
სექ
21

მოსახლეობის კლება საქართველოში

„რომ შეიძლებოდეს, ქართველები ნახევარ ბავშვს გააჩენენ“. სომეხი ეპისკოპოსი ვაზგენი კიტა ბუაჩიძის წიგნიდან „შავი წიგნი“ გაეროს მოსახლეობის პროგნოზების (მუდმივი ნაყოფიერების სცენარის) თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობა 2.8 მილიონამდე შემცირდება. 2013 წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ამას თან ერთვის დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში მკვეთრადაა გამოხატული ვაჟების სასარგებლოდ. მაშინ, როცა მსოფლიოში ყოველ 100 გოგონაზე 107 ბიჭი იბადება, საქართველოში ეს...
Rate this blog entry:
Continue reading
3543
0 Comments
Write a Comment

Our Partners