ყველა იცნობს ბაქარს და თენგოს („ბათე ჯენერალსი“), ორ ბიზნესმენს ძალიან პოპულარული ქართული სატელევიზიო შოუდან „ჩემი ცოლის დაქალები“. ბაქარმა და თენგომ ბიზნესი დაიწყეს ერთი შეხედვით აბსურდული იდეით – ხინკლის „კუჭების“ ბულგარეთში ექსპორტით და წარმოუდგენლად გამდიდრდნენ. მოგვიანებით, „ბათე ჯენერალსმა“ იდეების სპეციალური ოფისი შექმნა, სადაც თავიანთი ნათესავები, უმუშევარი მეგობრები და მეგობრების მეგობრები შეკრიბა, რათა მათ იმედისმომცემი ბიზნეს-იდეები მოეფიქრებინათ. „ბათე ჯენერალსი“ იდეის ავტორს ფიქსირებულ თანხას უხდის და იდეით მიღებული მოგებიდან მცირე წილსაც აძ...