მოლაპარაკებების დამხმარე სისტემები (negotiation support system – NSS) საშუალებას აძლევს კომპიუტერს, იყოს შუამავალი მრავალგანზომილებიან და უაღრესად რთულ მოლაპარაკებებში. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში Smartsettle-ისა და Inspire-ის პლატფორმები გამოიყენება ათასობით მნიშვნელოვანი კონფლიქტის შემთხვევაში, რომელთა უმრავლესობა წარმატებით გადაიჭრა.
რამდენიმე წლის წინ, ამ სტატიის პირველი ავტორი მონაწილეობდა ექსპერიმენტში, NSS-ის დახმარებით მოეგვარებინათ ისრაელის მთავრობასა და პროფკავშირებს შორის არსებული დავა. ისრაელის მთავრობას სურდა ერთ-ერთი დეპარტამე...			
		
		
		
					
		
					
		
		
					
                                    
        








