„რუმსის“ ახალი სასტუმროს შესახებ დებატების დაგეგმვის პროცესშივე ველოდით, რომ მისი გავლენა ყაზბეგის თემზე ერთმნიშვნელოვანი არ იქნებოდა. ჩემმა კოლეგამ, რომელიც უკვე ნამყოფი და დიდად ნასიამოვნები იყო სასტუმროს მომსახურებით, მითხრა, რომ ადგილობრივებსა და სასტუმროს შორის კომპლექსური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. როგორც ეკონომისტები, ვვარაუდობდით, რომ „რუმსი“ ადგილობრივების მსხვილი დამსაქმებელი იქნებოდა, შესაბამისად უთანხმოების შესაძლო მიზეზად მხოლოდ სასტუმროსა და ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს შორის ტურისტებისთვის კონკურენცია წარმოგვედგინა. თუმცა, როგორც ...