ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
25

დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში

ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი სამუელ ჰანთინგტონი წიგნში „მესამე ტალღა: დემოკრატიზაცია მეოცე საუკუნის ბოლოს“ (1991 წელი) მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში დაფიქსირებულ დემოკრატიზაციის სამ ტალღას აღწერს. პირველი ტალღის შედეგად წარმოიქმნა კლასიკური დემოკრატიის მქონე ქვეყნები, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ჩრდილოეთ ამერიკა. ამავე ტალღას მიეკუთვნებიან  ხანგრძლივი დემოკრატიზაციის პროცესები საფრანგეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც მე-19 საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემოკრატიზაციის მეორე ტალღა მოიცავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, როდ...
Rate this blog entry:
Continue reading
5726
2 Comments
Write a Comment
ოქტ
21

საქართველო განვითარების ზღვარზე: საარსებო სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობამდე

1991 წელს პიტერ ბაუერის მიერ დაწერილი „განვითარების ზღვარი“ დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოსა და 21 საუკუნის სხვა მეტწილად აგრარული ეკონომიკებისთვის. ეკონომიკური განვითარება, ბაუერის აზრით, „იწყება მაშინ, როდესაც საარსებო რესურსების მოსაპოვებელი საქმიანობის ჩანაცვლება ხდება გაყიდვაზე ორიენტირებული წარმოებით. მწარმოებლები დაიწყებენ არსებობისათვის საჭირო პროდუქტზე მეტის წარმოებას, თუ ისინი  ამის უპირატესობას დაინახავენ და ამავე დროს, თუ ეს შესაძლებელი იქნება მათთვის. მწარმოებლებს  ამისათვის სჭირდებათ სტიმულები, შესაძლებლობები და რესურსები...
Rate this blog entry:
Continue reading
3466
0 Comments
Write a Comment
ოქტ
14

ცხოვრების სკოლა

ეკონომისტები განათლებასა და ადამიანურ კაპიტალზე საუბრისას ძირითადად სკოლებსა და უნივერსიტეტებში კვალიფიციური მასწავლებლების მიერ მიწოდებულ ფორმალურ განათლებას გულისხმობენ. ეს არის ცოდნა, რომელიც გაწერილია სილაბუსში და რომლის შემოწმებაც სტუდენტებისათვის გამოცდების შედეგად მინიჭებული სერტიფიკატებითა და დიპლომებით ხდება. შესაბამისად, ეკონომისტები საზოგადოებაში არსებულ ადამიანურ კაპიტალს სკოლებსა და უნივერსიტეტებში გატარებული წლების რაოდენობით ზომავენ. მაგრამ არის კი ფორმალური განათლება ადამიანური განათლებისა და ინტელექტის ერთადერთი წყარო? განათლების მეცნიერ...
Rate this blog entry:
Continue reading
4308
0 Comments
Write a Comment
ოქტ
11

ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში II: გავუშვათ ქარი სისტემაში

სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ შევნიშნეთ, რომ ჰიდროგენერაციას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. ასევე დავასკვენით, რომ სეზონურობა ზღუდავს ჰესების ახალი პროექტების მომგებიანობას, ვინაიდან გამომუშავების უმეტესი წილი მოდის იმ პერიოდზე, როცა ელექტროენერგია შედარებით იაფია და მხოლოდ მცირე ნაწილის გამომუშავება ხდება მაშინ, როცა ელექტროენერგია ძვირია. სეზონურობა სხვა პრობლემასაც ქმნის, რის გამოც ახალი ჰესების, როგორც საქართველოს კონკრეტული ენერგეტიკული პრობლემის გადაჭრის გზის, პოტენციალი შეზღუდულია. მე–4 გრაფიკზე წარმოდგენილია მარტივი პროექცია 2...
Rate this blog entry:
Continue reading
5996
0 Comments
Write a Comment

Our Partners