საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი დიდი ხნის დაგვიანებით, მხოლოდ 20 თებერვალს დაიწყო, რასაც წინ თოვლის სიმცირით გამორჩეული თვენახევრიანი პერიოდი უსწრებდა. წინა ბლოგში მიმდინარე საუკუნის მიწურულამდე კლიმატის ცვლილების განვითარების შესაძლო სცენარები განვიხილეთ და ადაპტაციის ზომების უკეთ შესწავლისა და განხორციელების საჭიროება გამოვავლინეთ. თუმცა, სრული სურათის მისაღებად, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა სახის ზეგავლენაა მოსალოდნელი კლიმატის ცვლილების პირობებში კურორტების ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე და რა ტიპის ადაპტაციის სტრატეგიების გამოყენებაა შესა...