აგვისტოს თვის ელექტოენერგიის დეფიციტის შემდეგ, საქართველოში ენერგიის წარმოება კვლავ შემცირდა. 2019 წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 3%-ით, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 19%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, საქართველოს ელექტროსადგურებმა სექტემბერში 821 მლნ. კვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარება 972 მლნ. კვტ.სთ. იყო. აგვისტოსთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით შემცირდა, მიუხედავად სექტემბრის თვეში ელექტროენერგიის მოხმარების არსებითად შემცირებ...